| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ მაღრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს(საფორტეპიანო). 1972 წელს იყო ანსამბლ "ბერმუხას", 1978–1979წწ. ანსამბლ "ოროველას", 1980–1989წწ. ჯაზ–კვარტეტის წევრი; საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიისა და საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის თანამშრომელი; 2000 წლიდან თბილისის მერიის ბიგ–ბენდის, 2002 წლიდან თბილისის დიქსილენდის, 2003 წლიდან ჯაზ–კვინტეტი "ნოსტალგიის" წევრი; ჯაზ–კვარტეტი "თბილისის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი(ო. მაღრაძე – ფორტეპიანო, ო. საგანელიძე – კონტრაბასი, დ. ოძელაშვილი – ფლეიტა, ვ. ფაილოძე – დასარტყამი); 1999 წლიდან ტრიო "თბილისი"–ს წევრი; 1988–2007წწ. სხვადასხვა ჯაზ–ფესტივალების მონაწილე: დონეცკი(1982, 1983), თბილისი(1978, 1986, 1999), სანკტ–პეტერბურგი(1985), მოსკოვი(1986), ტალინი(1987), ზაარბრიუკენი(1988, 1989), სოხუმი, ვარშავა(1989), ჰანოვერი, თბილისი IV(2000), თბილისი VI(2002), ერევანი(2005), ვილნიუსი(2007); ქ. ზაარბრიუკენის 1000 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფესტივალის მონაწილე; თანამშრომლობდა: ცნობილ მუსიკოსებთან - ჩაკა ჰანი, როლანდ ჰანა, ჟან-ლუკ პონტი, უილიამ ლეკონტი; 2010 წელს იყო ლ. ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" მონაწილე, ცნობილ ჯაზმენთან, ტენორ-საქსოფონისტ ბენი გოლდსონთან ანსამბლში; პიანისტი, ჯაზის მუსიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 303 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

