Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ მაღრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს (საფორტეპიანო). 1972 წელს იყო ანსამბლ "ბერმუხას", 1978–1979წწ. ანსამბლ "ოროველას", 1980–1989წწ. ჯაზ–კვარტეტის წევრი; საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიისა და საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის თანამშრომელი; 2000 წლიდან თბილისის მერიის ბიგ–ბენდის, 2002 წლიდან თბილისის დიქსილენდის, 2003 წლიდან ჯაზ–კვინტეტი "ნოსტალგიის" წევრი; ჯაზ–კვარტეტი "თბილისის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი (ო. მაღრაძე – ფორტეპიანო, ო. საგანელიძე – კონტრაბასი, დ. ოძელაშვილი – ფლეიტა, ვ. ფაილოძე – დასარტყამი); 1999 წლიდან ტრიო "თბილისი"–ს წევრი; 1988–2007წწ. სხვადასხვა ჯაზ–ფესტივალების მონაწილე: დონეცკი (1982, 1983), თბილისი (1978, 1986, 1999), სანკტ–პეტერბურგი (1985), მოსკოვი (1986), ტალინი(1987), ზაარბრიუკენი(1988, 1989), სოხუმი, ვარშავა (1989), ჰანოვერი, თბილისი IV(2000), თბილისი VI (2002), ერევანი (2005), ვილნიუსი (2007); ქ. ზაარბრიუკენის 1000 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფესტივალის მონაწილე; თანამშრომლობდა: ცნობილ მუსიკოსებთან - ჩაკა ჰანი, როლანდ ჰანა, ჟან-ლუკ პონტი, უილიამ ლეკონტი; 2010 წელს იყო ლ. ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" მონაწილე, ცნობილ ჯაზმენთან, ტენორ-საქსოფონისტ ბენი გოლდსონთან ანსამბლში; 2019 წელს მისი ავტორობით გამოიცა ნოტების ალბომი "რვა ჯაზური კომპოზიცია". 2020 წელს მიუნსტერში (გერმანია) გამართა სოლო კონცერტი. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. პიანისტი, ჯაზის მუსიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 303; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია:georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 592 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |