შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ხახუბია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი 1994 წელს; თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი 1997 წელს. 1989-1989წწ. ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს საწარმოო უბნის ზეინკლის მოწაფე, მე-3 კლასის ზეინკალი; 1994-1995წწ. შპს "ბესსის" მარკეტინგული გან-ის გამგე; 1996-1997წწ. ს/ს "ფოთინავთობპროდუქტის" ლაბორანტი; 1997-1999წწ. ს/ს "ფოთინავთობპროდუქტის" დირექტორი კომერციულ დარგში; 2000-2005წწ. საქართველოს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობები; 2007 წლიდან საკუთარი ბიზნესი, შპს "აისბერგი 2"-ის და შპს "ჯეონათის" დამფუძნებელი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №61 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020-2022წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №26 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |