The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მაჩაბელი

დაბადების თარიღი:1814
გარდაცვ. თარიღი:22 ოქტომბერი, 1873  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. თამარაშენი
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თამარაშენი, ქარელის რაიონი.

სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში.

1832 წელს დაახლოებული იყო შეთქმულების მონაწილეებთან, რომელთა სულისკვეთება გამოხატა თავის პირველ გამოქვეყნებულ ალეგორიული შინაარსის ლექსში "თოვლი" (1832, "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი"); გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1835) ჯერ თბილისის მთავარ სამმართველოში მუშაობდა მოხელედ, შემდეგ სამხედრო სასმსახურში იყო; 1839 წლიდან თამარაშენში ცხოვრობდა; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "ცისკართან" (ჯერ 1852-1853წწ. შემდეგ 1864 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე); მის პოეზიაში ძირითადია პატრიოტული (ლექსი "საქართველოს", ისტორიული პოემა "მთიული") და სატრფიალო (ლექსები "ვარდი", "ლოცვა ტრფიალისა", "ჩემს მინერვას") მოტივები; დავით მაჩაბელმა ამაგი დასდო ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების შესწავლას, წერილში "ქართველთა ზნეობანი, გალობა" (ჟურნალი "ცისკარი" 1864, N5), ნაშრომში განიხილა ქართული გალობის კარდინალური საკითხები, გალობის ექვსხმიანობის საკითხი, მათი ფუნქციები და როლი საგალობლის განვითარებაში; ქართული კულტურის მოღვაწე, მუსიკის მკვლევარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 304; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 213

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: