The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო მაჩაიძე

ნინო მაჩაიძე
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1983  (41 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(ვოკალური).

სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში"(ფლეიტა), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში(ვოკალური); 2000-2005წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(სოპრანო); 2005 წელს გაიმარჯვა "ლა სკალას" 400 ახალგაზრდა კონკურსანტს შორის, რომლის შემდეგაც შედგა დებიუტი "ლა სკალას" სცენაზე, ნაიადა(2005, რ. შტრაუსი "არიადნა ნაქსოსზე"); 2008 წელი მის კარიერაში გარდამტეხი იყო, როდესაც ჯულიეტას პარტიით (გუნო "რომეო და ჯულიეტა") მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ ზალცბურგის მუსიკალურ ფესტივალში და ავსტრიელი მსმენელის აღფრთოვანება დაიმსახურა; მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ სცენასა და ფესტივალზე გამოდის საოპერო პარტიებითა და სოლო კონცერტებით; ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში; რეპერტუარი: ცერლინა(მოცარტი "დინ ჟუანი"), ნორინა, ადინა, ლუჩია, მარი(დონიცეტი "დონ პასკუალე", "სიყვარულის ნექტარი", "ლუჩია დი ლამერმური", "პოლკის ქალიშვილი"), ნაიადა(რ. შტრაუსი "არიადნა ნაქსოსზე"), ჯილდა(ვერდი "რიგოლეტო"), ლეილა(ბიზე "მარგალიტის მაძიებელნი"), ჯულიეტა(გუნო "რომეო და ჯულიეტა"), ელვირა(ბელინი "პურიტანები"), ფიორელა, ნინეტა(როსინი "თურქი იტალიაში", "ქურდი კაჭკაჭი"), მიუზეტა(პუჩინი "ბოჰემა"); DVD ფილმი-ოპერა "რომეო და ჯულიეტა".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 305

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - ლეილა გენჩერის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი, I პრემია (სტამბული)

გააზიარე: