The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ მაჩაიძე

რევაზ მაჩაიძე
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1928
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 2014  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კუმისი, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1942 წელს.

1943-1966წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე, 1966-1969წწ. ამავე თეატრის მთავარი ადმინისტრატორი, 1969-1972წწ. დირექტორის მოადგილე; ქართული რეპერტუარი: ზაალი (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), მონტანო (ა. მაჭავარიანი "ოტელო"), რეზო(ს. ცინცაძე "ცისფერი მთის საუნჯე"), გერმანელი ოფიცერი(დ. თორაძე "მშვიდობისათვის"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ბოქაული(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ქართული (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), სპარსელის ცეკვა (ზ. ფალიაშვილი "ლატავრა"), მთიულური (ი. გოკიელი "პატარა კახი"), მხედრული (შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"); სხვა რეპერტუარი: მოროზოვი  "ექიმი აიბოლიტი", კრეინი "ლაურენსია"; ცეკვების დადგმა: ზ. ფალიაშვილი "დაისი" (1962, თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდია), ო. თაქთაქიშვილი "ორი ნოველა" (1967, ხარკოვი), რ. ლაღიძე "ლელა"(1978, კოშიცე, ჩეხოსლოვაკია); ბალეტის მოცეკვავე; თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრის დირექტორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 305; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.431

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ქორეოგრაფიული და თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: