The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კანდელაკი

დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1907
გარდაცვ. თარიღი:25 მაისი, 1965  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზუგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტი 1929 წელს.

მუშაობა დაიწყო ბათუმის საშუალო სპეციალურ სასწავლებელში პედაგოგად, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას; ამ პერიოდში გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი; 1938 წელს ჩამოდის თბილისში და მუშაობას იწყებს სხვადასხვა თანამდებობებზე, თანამშრომლობს თელავის, ბათუმის, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექტორად, კათედრის გამგედ; იგი ერთი პირველთაგანია, ვინც იკვლევდა ქართული მჭერმეტყველების ისტორიას; ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა მისმა ნაშრომებმა: "ქართული მჭერმეტყველება. ძეგლები და მასალები", "ქართული კლასიკური მჭერმეტყველება", "ქართული მჭერმეტყველება. პირველი ქართველი ორატორები" და სხვა;  ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.204

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: