შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა აბაშა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის უნივერსტიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე 1920 წლიდან; დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია; თბილისის უნივერსტიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1931 წელს. სცენაზე პირველად გამოვიდა 1917 წელს, წაღვერში შალიკაშვილის ხელმძღვანელობით, პიესაში "ბატონი და ყმა" შეასრულა პეპიას როლო. 1922-1927 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში, პერიოდულად გამოდიოდა რაიონულ თეატრებში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: რეგიდორი ("ცხვრის წყარო"), სპასალარი ("სინათლე"), ბარდოლფი ("უინძორელი მხიარული ქალები") და სხვ. მსახიობობის გარდა, მუშაობდა მასწავლებლად, საქართველოს სხადასხვა ქალაქების თეატრებში დგამდა სპექტაკლებსაც; მასობრივ სცენებში მონაწილეობდა კინოშიც. 1924-1930წწ. თეატრის მსახიობია; ამავე დროს ვოკალური ხელოვნებას ეუფლება ო. შულგინას ხელმძღვანელობით თბილისის კონსერვატორიაში მონაწილეობს დრამატულ და საოპერო სპექტაკლებში; 1930 წელს ადმინისტრაციულ სამუშაოზეა - "საქფილეგთის" დირექტორი, ხელოვნების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1951-1952წწ. პარალელურად ასრულებდა ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოვალეობას; შემდეგ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1956 წლიდან გრიბოედოვის თეატრის დირექტორია; ამ პერიოდში იგი საქართველოს კინემატოგრაფიის, შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილეცაა; 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.205; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.543 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |