შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კარსანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი 1935 წელს. 1927 წელს გაზეთ "ახალგაზრა კომუნისტში" პირველად დაიწერა მისი ლექსები; იგი მრავალი მხატვრული და სამეცნიერო-პოპულარული ფილმის სცენარების ავტორია, მათ შორის: "დაგვიანებული სასიძო", "ბაში-აჩუკი", "გლახის ნაამბობი", "ბედნიერი შეხვედრა", "ამბავი სოფელ ნატანებზე", "შემოდგომა კახეთში", "აკაკი წერეთელი", "გორი", "ფერეიდნელი ქართველები", "საინგილო"და სხვა.; მისივე სცენარით გადაიღეს პირველი ქართული მულტფილმები: "ნიკო და სიკო", "გაზაფხულის სტუმრები" და სხვა.; მისი დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია პრემირებული პიესა - "მუდამ მწვანე მთები", რომელიც წარმატებით იდგმებოდა რუსთაველის სახელობის თეატრში; იგი 40 წლის მანძილზე უანგაროდ ემსახურებოდა ქართული კინემატოგრაფიის განვითარების საქმეს. წყარო: მამულიშვილთა სავანე / ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. - გვ.208 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |