The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ კეშელავა

პლატონ კეშელავა
დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1963  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კრიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ერკეთი, ჩოხატაურის რაიონი.

სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1916 წლიდან; თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1918 წლიდან.

ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ საქმიანობას; იყო ჟურნალების - "მომავლისა" და "ხელოვნების" პასუხისმგებელი მდივანი; 1920 წლიდან მისი ნაშრომები იბეჭდებოდა  სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში; 1943 წელს  დაინიშნა ყვარელში ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორად, სადაც მთელი სიცოცხლე გაატარა; მან მუზეუმი შეავსო მრავალი ექსპონატით და იგი რესპუბლიკის ერთ-ერთ საუკეთესო კულტურულ-საგანმანათლებლო კერად აქცია; ამასთანავე იგი კვლევით მუშაობასაც ეწეოდა; მის კალამს ეკუთვნის საყურადღებო ნაშრომები: "ილია ჭავჭავაძის გენეალოგია", "ილია ჭავჭავაძე გოგოლის მსოფლიო მნიშვნელობაზე", "ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრი 1906-1907 წლებში", "ილია ჭავჭავაძე და არტურ ლაისტი", "ილია შრომის შესახებ", "ილია და ქართული თეატრი" და სხვა.; აღსანიშნავია მისი ნაშრომები: ი. ტურგენევზე, ლ. არდაზიანზე, არსენას ლექსზე, ვაჟა-ფშაველაზე; იგი იყო კ. მარჯანიშვილის მემუარების რედაქტორი და მოლიერის პიესების თარგმანებს კრებულის წინასიტყვაობისა და შენიშვნების ავტორი; საინტერესოა იგი, როგორც კრიტიკოსი და პუბლიცისტი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.214

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: