The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კორძახია

გურამ კორძახია
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:23 ოქტომბერი, 1970  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1952 წელს.

სისტემატურად მონაწილეოდა რესპუბლიკურ თუ საკავშირო გამოფენებზე; 1954 წლიდან ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1966 წლიდან სამხატვრო აკადემიაში; მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ნ. ბარათაშვილის პორტრეტი(ხე), "გოგონა ყვავილი"(მარმარილო, დაიდგა სასტუმრო "ივერიის" ეზოში) და სხვა.; სადიპლომო ნამუშევარმა "ვლ. მაიაკოვსკიმ" ავტორს საყოველთაო აღიარება მოუპოვა, და არა მარტო საქართველოში ეს ძეგლი დაიდგა მოსკოვში პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში, ხოლო მოგვიანებით მისივე ასლი აღიმართა თბილისში, დიღმის მასივში; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.224

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • დიდების ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: