The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ მაჩაბელი

რევაზ მაჩაბელი
Date of birth:26 January, 1950
Date of death:28 September, 2023  (at 73 years)
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს (ვიოლონჩელო), მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური ინსტიტუტი 1981 წელს(კვარტეტისა და კამერული ანსამბლის კლასი, ასპირანტურა.

1970-1979წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მუსიკოსი; 1980 წლიდან საქართველოს რადიოკომიტეტის კვარტეტის წევრი; 1993 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში; 1993-1996წწ. საქტელერადიო კვარტეტი საფრანგეთში მოღვაწეობდა სახელწოდებით "სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან" (ახალი შემადგენლობით - I ვიოლინო გ. მელიქიშვილი); 1996 წლიდან ეწევა სოლო საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, ქ. ჟერარმერის (საფრანგეთი) რეგიონალურ კონსერვატორიაში (ვიოლონჩელო); ქართული რეპერტუარი: გ. ჯაფარიძე 6 ბაგატელი (1987, პირველი შესრულება), ე. ლომდარიძე ვიოლონჩელოს კონცერტი (1988, პირველი შესრულება), ო. თაქთაქიშვილი ვიოლონჩელოს სონატა (1988), კ. ცაბაძე სიმებიანი კვარტეტი (1988), ვ. აზარაშვილი სიმებიანი კვარტეტი N1(1988), ნ. გუდიაშვილი სიმებიანი კვარტეტი და კვინტეტი(გამოიცა დისკი), ა. შავერზაშვილი "ჩეხური კვარტეტი" და კვარტეტი ბარიტონთან ერთად (1980, პირველი შესრულება, სოლისტი ე. გეწაძე), ს. ცინცაძე კვარტეტი N11, თ. შავლოხაშვილი საფორტეპიანო ტრიო; სხვა რეპერტუარი: ბრამსი ორმაგი კონცერტი (ლ. ჩხეიძე ვიოლინო), ბოკერინი ვიოლონჩელოს კონცერტი (თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად), კვარტეტები: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შუმანი, ბრამსი, ბარტოკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი N9 კვარტეტი (1980, პირველი შესრულება თბილისში); გასტროლები: გერმანია, დანია, იტალია; ვიოლონჩელისტი, კვარტეტისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 304; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფეისბუქ გვერდი: m.facebook.com

Awards and Honors

  • 1989 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1988 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1987 - დიმიტრი შოსტაკოვიჩის სახელობის I საერთაშორისო სიმებიანი კვარტეტის კონკურსი, I პრემია და ოქროს მედალი (ლენინგრადი)
  • 1980 - სიმებიანი კვარტეტის კონკურსი, II გრან-პრი (საფრანგეთი)
  • 1979 - სიმებიანი კვარტეტის საკავშირო კონკურსი, I პრემია (მოსკოვი)

Share: