The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მაჭავარიანი

დავით მაჭავარიანი
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1985 წელს(ვიოლონჩელო).

1989 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი და კამერული ორკესტრის წევრი, პარალელურად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი; 1992 წლიდან სწავლობდა ინდიანას(აშშ) უნივერსიტეტში, სადაც მიიღო არტისტის დიპლომი და მაგისტრის წოდება; მოღვაწეობს საუთბენდის და ქ. კალამაზოს ორკესტრებში, აგრეთვე არის ინდიანას უნივერსიტეტის პედაგოგი, პროფესორი; მონაწილეობდა რომის, სტრეზას(იტალია), კალამაზოს, ქ. კოლუმბიის(აშშ), ფესტივალებში; მართავს სოლო და კამერული ანსამბლის კონცერტებს; ქართული რეპერტუარი: ა. ცინცაძის პრელუდიები, "საჭიდაო"; სხვა რეპერტუარი, ვიოლონჩელოს კონცერტები: ჰაიდნი, შუმანი, ფრანკის სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიოანისათვის, რახმანინოვის სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, ბრიტენის სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, შუმანის 5 პიესა ხალხურ სტილში; ვიოლონჩელისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 307

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, I პრემია (კამერული ანსამბლების კონკურსი, ბაქო)

გააზიარე: