The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტურ ლაისტი

არტურ ლაისტი
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1852
გარდაცვ. თარიღი:22 მარტი, 1927  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბრესლაუ, პოლონეთი.

სწავლობდა ბრესლაუს უნივერსიტეტში.

22 წლისამ დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა; როგორც პოლონური ენის კარგი მცოდნე, ვარშავაში ასრულებდა სამი გერმანული გაზეთის კორესპოდენტის მოვალეობას; 1881 წელს გაიცნო ფ. ბოდენშტედტი და მისი რჩევით დაინტერესდა აღმოსავლეთის ქვეყნებით, კერძოდ, საქართველოთი; დაიწყო ქართული ენის შესწავლა, დაუკავშირდა ქართველ მოღვაწეებს: ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, იონა მეუნარგიას;  1882 წელს პოლონურ პრესაში გამოქვეყნდა მისი წერილი "ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ", ხოლო 1883 წელს გერმანულ პრესაში - "მივიწყებული ლიტერატურა"; 1884 წელს იგი ი. ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვე იმყოფებოდა საქართველოში; გერმანიაში დაბრუნებულმა გამოსცა წიგნი "საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა"(1885, პოლონურ ენაზე); 1885 წელს კვლავ ესტუმრა საქართველოს და ი. ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის დახმარებით შეუდგა ვეფხისტყაოსნის თარგმნას(გამოქვეყნდა დრეზდენსა და ლაიფციგში, 1890); 1887 წელს გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე; 1892 წლიდან საქართველოში დამკვიდრდა; აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში; 1904 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ქართველი ხალხი", რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა; 1906 წელს თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი "Kaukasische Post", რომელსაც წლინახევრის განმავლობაში რედაქტორობდა; მას ეკუთვნის მოთხრობები "ქეთევან", "ვარო", "ვარიპანიძიაანთ ნინო", ავტობიოგრაფიული თხზულება "რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება"(1897), "მოგზაურობის დღიური"(1909) და სხვა.; 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს გერმანული ენის ლექტორად; 1923 და 1927 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა კრებული "საქართველოს გული" ორ წიგნად; გერმანელი მწერალი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.228

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • საქართველოს გული : წერილები საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1963. - 323გვ.

გააზიარე: