The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ლეჟავა

დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1883
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 1927  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი; შარლოტენბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის წოდებით 1924 წელს.

1903 წელს დაინიშნა შორაპანში ამიერკავკასიის რკინიგზის მეოთხე სალიანდაგო უბანზე უფროს მუშად; ორი წლის შემდეგ გადავიდა ჭიათურაში გზის ოსტატად, შემდეგ აქვე დააწინაურეს ტექნიკოსად; 1908 წელს სამუშაოთა მწარმოებელია ჭიათურა-დარკვეთ-საჩხერის ხაზის მშენებლობაზე; 1911 წელს გადაჰყავთ ბაქოში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ასრულებს უბნის უფროსის თანაშემწის მოვალეობას; კახეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყებისთანავე იგი დაინიშნა თბილისი-ვაზიან-იორის დისტანციის უფროსად, ხოლო გზის მშენებლობის დამთავრების შემდეგ პირველი სალიანდაგო უბნის უფროსად; ზაჰესის მშენებლობაზე უბნის უფროსად; შეთავსებით მუშაობდა თბილისი-კოჯრის რკინიგზის გეგმის შედგენაზე; 1926 წელს გადაიყვანეს ქლაქის აღმასკომში ტექნიკური ნაწილის გამგედ, შემდეგ დაევალა ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზის ხელმძღვანელობა; ამასთანავე ის კითხულობდა ლექციებს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე; მისი მონაწილეობით 1917 წელს დაარსდა თბილისში ქართული ტექნიკური საზოგადოება; ინჟინერ-მშენებელი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.235



გააზიარე: