The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ლომთათიძე

გიორგი ლომთათიძე
Date of birth:26 November, 1914
Date of death:23 October, 1971  (at 56 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Archaeologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს; ხოლო ასპირანტურა არქეოლოგიის განხრით.

1965 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში განაგებდა მის მიერვე დაარსებულ შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილებას; იგი უშუალოდ მონაწილეობდა ციხე ქალაქ უჯარმის, ნადარბაზევის, ძველი თბილისის "განჯის კარის", ურბნისის, ვარციხის, კვეტერის, ხვამლის და სხვა ექსპედიციებში; დიდი ამაგი დასდო საქართველოს უძველესი დედაქალაქის მცხეთის ისტორიული წარსულის შესწავლას; მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჰქონდა არმაზისხევში, ბაგინეთსა და სამთავროში; წლების მანძილზე მცხეთის მიდამოებში წარმოებულ გათხრებს ხელმძღვანელობდა; იყო ქართული ლიტერატურისა და კულტურის ბრწყინვალე მცოდნე, 75 ნაშრომის ავტორი; მას ეკუთვნის ასევე ამერიკელი მწერლის დოს პასოსის რომანის "42 პარალელის" თარგმანი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.238

Bibliography


Share: