The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეჟან ლორთქიფანიძე

ბეჟან ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:9 იანვარი, 1969  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1932 წელს.

შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტში; მონაწილეობა მიიღო ქალაქების პირველი გენერალური პროექტების შედგენაში; ამავე დროს თავის კოლეგებთან ერთად აგროვებდა მასალებს ქართული არქიტექტურული ლექსიკონისათვის; ომის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ხელმძრვანელ თანამდებობაზეა; 1949 წელს დაინიშნა სახშენის უფროსის მოადგილედ, ხოლო 1958 წლიდან 6 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის თავჯდომარეა; 1963 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ტიპობრივი დაპროექტების ექსპერიმენტულ ინსტიტუტს; მან დააგეგმარა ჩაის საბჭოთა მეურნეობის მუშათა დაბები და აზოტ-ტუკის კომბინატი ქუთაისში, იყო ბათუმისა და გორის გენერალური პროექტების თანაავტორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.240; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.425

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1958-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: