The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა მამალაძე

შალვა მამალაძე
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1895
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1963  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხევი, ჩოხატაურის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ერთდროულად ეუფლებოდა ფერწერასა და არქიტექტურას 1922 წლიდან.

დიდია მისი დამსახურება ქართული პეიზაჟური მხატვრობის წინაშე; ამ ჟანრში იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედი; მის კალამს ეკუთვნის ათასამდე ტილო, რომელშიც მხატვარმა უმღერა თავის სამშობლოს; მხატვრის შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია "სოფლის ხედი", "ტყიბულის ხედი", "ცემი", "მთის სოფელი" და სხვა.; 1943 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მისივე აღმზრდელი აკადემიის პროფესორი; იგი პირველი ქართველი მხატვარია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ეროვნული კინემატოგრაფიის განვითარების საქმეში; მან გააფორმა "ნარინჯის ველი", "დიადი განთიადი", "კოლხეთის ჩირაღდნები" და სხვა.; ერთხანს მუშაობდა "უზბეკფილმში"; მხატვარ პეიზაჟისტი, პროფესორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.244

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: