The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ლეჟავა

ანზორ ლეჟავა
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1997  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, აბაშის რაიონი.

 დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს.

თამაშობდა თბილისის "ნაუკაში", "ბურევესტნიკსა" (1954-1958) და "დინამოში" (1959-1972). იყო სსრკ ნაკრების წევრი (1963). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968), ოთხგზის მეორე (1959, 1960, 1961, 1969) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969). მისი სახელი მინიჭებული აქვს ქოლობნის საშუალო სკოლას (1999). კალათბურთი (210 სმ).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.624; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.425

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1962 - სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: