The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე კონიაშვილი

ივანე კონიაშვილი
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:26 ოქტომბერი, 1938  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1913 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის ასისიტენტი (1926 წლიდან).

1924–1930წწ. ეცნობოდა საკურორტო სამკურნალო საქმეს გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში და ჩეხეთ-სლოვაკეთში. 1930–1936წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრის გამგე, ერთდროულად, 1928–1938წწ. თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1935-1938წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის გამგე. მან პირველმა დანერგა საქართველოში კურორტოლოგიური კვლევის ბიოქიმიური მეთოდები. იგი შეისწავლიდა შაქრიან დიაბეტს, ბორჯომის წყლის გავლენას და სხვა. იყო საქართველოს ანტირევმატული კომიტეტის ორგანიზატორი და პირველი თავმჯდომარე. კურორტოლოგი და ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1935); რეპრესირებულია და სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული. ქართველი კურორტოლოგი და ფიზიოთერაპევტი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.608; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 150; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.594-596  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოში რევმატიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ანტირევმატიული კომიტეტი, პირველი თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: