The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე კონიაშვილი

ივანე კონიაშვილი
Date of birth:27 September, 1889
Date of death:26 October, 1938  (at 49 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1913 წელს.

1924–1930წწ. ეცნობოდა საკურორტო სამკურნალო საქმეს გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში და ჩეხოსლოვაკიაში. 1930–1936წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრის გამგე, ერთდროულად, 1928–1938წწ. თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მან პირველმა დანერგა საქართველოში კურორტოლოგიური კვლევის ბიოქიმიური მეთოდები. იგი შეისწავლიდა შაქრიან დიაბეტს, ბორჯომის წყლის გავლენას და სხვა. იყო საქართველოს ანტირევმატული კომიტეტის ორგანიზატორი და პირველი თავმჯდომარე. იყო კურორტოლოგი და ფიზიოთერაპევტი. პროფესორი (1935). რეპრესირებულია და სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.608; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 150

Bibliography


Share: