The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე I (საქართველოს მეფე)

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:1411
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

 საქართველოს მეფე 1407-1411 წლებში, ბაგრატ V ძე. 1400 წელს თავისი ძმის, საქართველოს მეფის გიორგი VII-ის(1393-1407) დესპანი იყო თემურლენგთან და მიაღწია შეთანხმებას. 1401-1402 წლებში თემურლენგთან ზავის დადების მომხრე იყო. ამ ნიადაგზე ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, კონსტანტინე სამცხის ათაბაგ ივანე ჯაყელთან ერთად გიორგი VII-ს განუდგა და საჩუქრებით ეახლა თემურლენგს. ამის მიუხედავად, კონსტანტინე მტრის იარაღად არ ქცეულა და საქართველოს ინტერესებისათვის იღვწოდა. გამეფების შემდეგ ენერგიულად შეუდგა მტრის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენას, მაგრამ აღარ დასცალდა. XV საუკუნის დასაწყისში ირანის აზერბაიჯანს შავბატკნიანთა (ყარა-ყოიუნლუ) თურქმანული ტომის მეთაური ყარა იუსუფი დაეუფლა, რომელიც ცდილობდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას. 1411 წელს ის შირვანში შეიჭრა. შირვანელებმა დახმარება სთხოვეს კონსტანტინე I-ს, რომელიც 2000 მხედრით მიეშველა მათ. ჩალაღანთან სასტიკ ბრძოლაში კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მამაცურად ეჭირა თავი, რის გამოც ყარა-იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 5. – თბ., 1980 – გვ.642


გააზიარე: