Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე II (ქართლის მეფე)![]()
Biography1478–1505წწ. იყო ქართლის მეფე. ალექსანდრე დიდის ძის დემეტრეს ვაჟი. 1465 წელს ბიძასთან, მეფე გიორგი VIII ერთად ტყვედ ჩაუვარდა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-ს. ტყვეობიდან გამოქცეული კონსტანტინე II ქუთაისში გამაგრდა, მაგრამ ხელისუფლებას ვერ დაეუფლა და 1466 წელს საქართველოს მეფედ თავი გამოაცხადა ბაგრატ VI–მ. ამავე დროს ტყვეობიდან განთავისუფლებული გიორგი VIII, რომელმაც ბაგრატ VI-თან ბრძოლა წააგო, კახეთში გადავიდა და საფუძველი დაუდო კახეთის სამეფოს დამოუკიდებელ არსებობას. 1468 წელს კონსტანტინე II იძულებული გახდა ეცნო ბაგრატ VI-ის მეფობა. თუმცა თავის თავს მაინც მეფეს უწოდებდა. 1466 წლიდან ქართლ-იმერეთში ბაგრატ VI-ის მეფობის დროს (1466-1478 წწ.) სამეფოს გარკვეულ ტერიტორიაზე ძალაუფლება ჰქონდა, ე.ი. ეს იყო ორმეფობის დრო. 1478 წელს, როდესაც ბაგრატი გარდაიცვალა კონსტანტინე II-მ სძლია ბაგრატ VI-ის ძეს ალექსანდრეს და ქართლ-იმერეთის ტახტს დაეპატრონა. 1490-იანი წლების დასაწყისში კონსტანტინე II-მ ცნო ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოებად საქართველოს დაშლის ფაქტი, თუმცა ამის შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას ერთიანი სამეფოს აღსადგენად და ოსმალეთ-ირანის აგრესიის წინააღმდეგ. ამ მიზნის მისაღწევად 1492–1496 წლებს შუა მან ხუცესი ნილოსი გაგზავნა დესპანად კაიროში ეგვიპტის მამლუქ სულთან აშრაფ სეიფ ალ-დინ კაიტბეისთან, აგრეთვე რომის პაპთან და ესპანეთის მეფესთან. მაგრამ კონსტანტინე II-ის ცდას შედეგი არ მოჰყოლია. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.609; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 155-156
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |