The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახი კოსტანტი

კახი კოსტანტი
Legal name:კახი კონსტანტი
Date of birth:768
Date of death:10 November, 853
Category:Nobleman, Religious leader

Biography

იყო ქართველი მოწამე, მდიდარი და "წარჩინებული ფრიად" ერისთავი. ქველმოქმედებით და ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით სახელგანთქმული მოღვაწე. 85 წლისა იყო როცა თბილისის ურჩი ამირას დასასჯელად წამოსული ბუღა თურქის მრავალრიცხოვანი ლაშქარი შეესია ქართლს და ქრისტიანთა დევნა გააძლიერა. ამ დროს, 853 წელს 26 აგვისტოს კოსტანტი კახაჲ და მისი ძე თარხუჯი დაატყვევეს და ქალაქს დაპატრონებულ ბუღა თურქს წარუდგინეს. ამ შემთხვევამ მის სულიერ სიწმინდეზე არ იმოქმედა. თბილისის საპყრობილიდან მან წერილები გაუგზავნა მეუდაბნოეებს და მონასტერთა მამასახლისებს თხოვნით – მისთვის ელოცათ წმინდა მამებს, რათა მას შეძლებოდა ქრისტეს სარწმუნოების ღირსეულად დაცვა. მალე ის სამარაში ხალიფა ჯაფართან გააგზავნეს. ვერც იქ შეძლეს მისი გამაჰმადიანება, რის გამოც 853 წელს 10 ნოემბერს თავი მოჰკვეთეს.

  წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.612; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 154


Share: