The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ხატიაშვილი

ნიკოლოზ ხატიაშვილი
Date of birth:1928
Date of death:May, 2009  (at 81 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1952 წელს.

1956–1959წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი ინსპექტორი; 1959–1964წწ. N1 მედსანნაწილის  მთავარი ექიმი; 1964–1968წწ. ქალაქის გერიატრიული კაბინეტის გამგე; 1968–1972წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიისა და საექიმო კონტროლის კათედრის ასისტენტი; 1972–1973წწ. N5 სამედიცინო სასწავლებლის დირექტორი; 1973–1974წწ. სამედიცინო ინფორმაციის რესპუბლიკური განყოფილების გამგე; 1974–1976წწ. IV სამმართველოს უფროსის მოადგილე სამკურნალო დარგში. 1976 წლიდან ი. კონიაშვილის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: გერონტოლოგია-გერიატრიაში - ხანშიშესულთა და მოხუცთა ასაკში გულ-სისხლძარღვთა სისტემაში განვითარებული ასაკობრივი ცვლილებების გამოვლენა და მასზე ეფექტური ფიზიოლოგიური საშუალებებით ზემოქმედება სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით; ნერვული სისტემის - უპირატესად უმაღლესი ნერვული მოქმედების როლის განსაზღვრა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის წარმოშობა-განვითარებაში და მისი წარმატებული მკურნალობისათვის ფიზიკური საშუალებების ძიება, აღმოჩენა და გამოყენება. დოქტორი(1991), პროფესორი(1994). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.617; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.135

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1995-)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

Share: