Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევგენი ლანსერე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პავლოვსკი, რუსეთი. რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, ცნობილი მოქანდაკე ე. ა. ლანსერეს შვილი. განათლება მიიღო ჯერ სამხატვრო სკოლაში (1892-1896), შემდეგ პარიზში ფ. კოლაროსისთან და რ. ჟიულიანასთან (1896-1899). იყო გაერთიანება "მირ ისკუსტვას"("Мир искусства") წევრი და გაერთიანების ჟურნალის თანამშრომელი. 1920–1934წწ. ცხოვრობდა თბილისში. დიდი როლი ითამაშა ქართველ მხატვართა რამდენიმე თაობის აღზრდაში. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. 1922–1934წწ. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1927 წლიდან ფერწერის ფაკულტეტის დეკანი. მონაწილეობდა მცხეთის, დავითგარეჯის, შიომღვიმის ექსპედიციებში; იმოგზაურა აჭარაში, სვანეთში. 1937 წელს შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით შექმნა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ჩანახატები. ნამუშევრები: "თბილისი, მეტეხი" (1937), "თბილისი, ძველი უბანი", "თბილისი სანაპირო" (ორივე 1932). ე. ლანსერე ქართული მონუმენტურ-დეკორაციული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელია(პანო, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ინტერიერი). არის საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის თანაავტორი(იოსებ შარლემანთან ერთად). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.167; თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.619; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.281-282 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |