The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე მამაცაშვილი

კონსტანტინე მამაცაშვილი
Date of birth:25 November, 1818
Date of death:3 September, 1900  (at 81 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რუისი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა კორპუსი ოფიცრის ჩინით 1837 წელს.

თავდაპირველად გაამწესეს კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში; აქედან მოყოლებული მონაწილეობდა კავკასიაში წარმოებულ ყველა ომში; 1840 წელს მიიღო პირველი საბრძოლო ნათლობა ჩეჩნეთში; იმ ხანებში იგი გაეცნო და დაუახლოვდა მიხეილ ლერმონტოვს; მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა სისხლისმღვრელ ბრძლოლაში გეხონის ტყეში; ყირიმის ომის დროს იგი იბრძვის კავკასიის ფრონტზე; კერძოდ მან თავი ისახელა 1854 წლის 4 ივნისს მდინარე ჩოლოქთან გამართულ ბრძოლაში; ოთხიათასიანმა რუსეთის არმიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა 34-ათასიანი თურქთა მომხდური ძალები; გენერალ ანდრონიკაშვილის ცნობით, ეს ბრძოლა უმთავრესად კ. მამაცაშვილის წყალობით იქნა მოგებული; ამის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერი დაინიშნა კავკასიის გრენადერთა არტილერიის უფროსად; მონაწილეობა მიიღო კავკასიის დაპყრობისათვის წარმოებულ ომების დამაგვირგვინებელ ფაზაში; 1877 წლიდან იყო განჯის გუბერნატორი და განჯა-ნუხის მიდამოებში განლაგებული ჯარების უფროსი; იმავე წელს დაიწყო ომი თურქეთთან; აქ მას მოუხდა ერთი მოულოდნელი თავდასხმის მოგერიება და მოხერხებულმა სარდალმა შეძლო დაემარცხებინა მომხდური, რისთვისაც ნუხელებმა მიართვეს ვერცხლის თასი და ადრესი, სადაც ეწერა: "გენერალ ლეიტენენტ კ. ქ. მამაცაშვილს მადლიერ მოქალაქეთაგან 1877 წელს ნუხის გადარჩენისათვის"; 1884 წელს მან  ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში; მისი მეგობრები იყვნენ გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, დიმიტრი ყიფიანი, მიხეილ თუმანიშვილი და სხვები; დიმიტრი ყიფიანთან ერთად დიდი ღვაწლი დასდო სათავადაზნაურო ბანკს; მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საქმიანობაში; ასევე იყო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი; აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული ყურადღება მაჰმადიან ქართველებზე; ზოგი მათგანი მან თბილისში ჩამოიყვანა და ასწავლა, დაამთავრებინა გიმნაზია, შემდეგ უმაღლესშიც ჩააბარებინა; რუსეთის არმიის გენერალი, გენერალ-ლეიტენანტი(1869), საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.245

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი, წევრი

Awards and Honors

  • წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი

Share: