The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ მარშაკი

ნიკოლოზ მარშაკი
Date of birth:15 February, 1902
Date of death:30 December, 1962  (at 60 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტულა, რუსეთი.

სამ ათეულ წელზე მეტი ხანი ედგა სათავეში რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრს; ხოლო სიცოცხლის ბოლო ორი წელი ხელმძღვანელობდა ჯერ ქ. კალინინის, შემდეგ ტულის მოზარდ მაყურებელთა თეატრებს; იგი ჭაბუკობიდანვე ეზიარა თეატრს; 1918 წლიდან მონაწილეობდა თბილისის სცენის მოყვარეთა რუსულ წარმოდგენებში, როგორც მსახიობი და რეჟისორი; მისი დიდი მეცადინეობით 1927 წლის 18 აპრილს, პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში დაიდგა ამერიკელი პოეტის ჰ. ლონგფელოს მიხედვით ნ. ოგნევის პიესა "ჰაიავატა, იროკეზების ბელადი"; ეს თარიღი იქცა ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრის დაბადების დღედ — თბილისში ჩამოყალიბდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი, მის კვალად 1928 წელს შეიქმნა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრიც; მისი დადგმებიდან აღსანიშნავია შილერის "ვერაგობა და სიყვარული", ს. მარშაკის "ტომ სოიერის თავგადასავალი"(მ. ტვენის მიხედვით), ა. ბრუნშტეინის "ცისფერი და ვარდისფერი", "ახალგაზრდა გვარდია"(ა. ფადეევის მიხედვით), ვ. როზოვის "გზა მშვიდობისა" და სხვები.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.250; кино-театр. ру : www.kino-teatr.ru საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.561

Awards and Honors

  • საქართველოს სახალხო არტისტი

Share: