შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან მაღალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა სახვითი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების სკოლაში; მოსკოვის ფერწერის, ძრწვისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში 1915 წლიდან. 1917 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო ბიბლიოთეკარად; აქ იგი შეხვდა ცნობილ მოღვაწეს დიმიტრი შევარდნაძეს, რომლის რჩევითაც დაინტერესდა ქართველ მოღვაწეთა პორტრეტების შექმნით; 1923 წელს საქართველოს განათლების კომისარიატს გაგზავნილი ყავდა საფრანგეთში მხატვრული ხელოვნების დასახვეწად; პარიზსში იგი ოსტატდება კოლაროსის აკადემიაში; 1926 წელს იგი სამშობლოს დაუბრუნდა შემდგარ ოსტატად; მუშაობას იწყებს ხელოვნების მუზეუმში, სადაც დიდი სერიოზულობითა და მაღალი პროფესიონალიზმით იღებს საქართველოს სხვადასხვა ტაძრებში ძველი ქართული ფრესკების და მოზაიკების პირებს, სწორედ მის ყალამს უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს შემოგვრჩა დროისა და უგვანთა ხელით შერყვნილი და გამქრალი ძველი ქართული ფრესკების თუ მოზაიკის არაერთი ნიმუში; ფერმწერი-პორტრეტისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.251-252; feminism-boell.org; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 585 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |