The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან მაღალაშვილი

ქეთევან მაღალაშვილი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1889
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 1973  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა სახვითი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების სკოლაში; მოსკოვის ფერწერის, ძრწვისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში 1915 წლიდან.

1917 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო ბიბლიოთეკარად; აქ იგი შეხვდა ცნობილ მოღვაწეს დიმიტრი შევარდნაძეს, რომლის რჩევითაც დაინტერესდა ქართველ მოღვაწეთა პორტრეტების შექმნით; 1923 წელს საქართველოს განათლების კომისარიატს გაგზავნილი ყავდა საფრანგეთში მხატვრული ხელოვნების დასახვეწად; პარიზსში იგი ოსტატდება კოლაროსის აკადემიაში; 1926 წელს იგი სამშობლოს დაუბრუნდა შემდგარ ოსტატად; მუშაობას იწყებს ხელოვნების მუზეუმში, სადაც დიდი სერიოზულობითა და მაღალი პროფესიონალიზმით იღებს საქართველოს სხვადასხვა ტაძრებში ძველი ქართული ფრესკების და მოზაიკების პირებს, სწორედ მის ყალამს უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს შემოგვრჩა დროისა და უგვანთა ხელით შერყვნილი და გამქრალი ძველი ქართული ფრესკების თუ მოზაიკის არაერთი ნიმუში; ფერმწერი-პორტრეტისტი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.251; feminism-boell.org

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს სახალხო მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: