შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ გოგიტიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1897 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დაიწყო მუშაობა ბავშვთა სნეულებების კათედრაზე. 1904 მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1909 აირჩიეს კიევის უნ-ტის პედიატრიის კათედრის პრივატდოცენტად, 1912 – ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის გამგედ. 1921-იდან იყო თსუ-ის ბავშვთა სნეულებების კათედრის გამგე. მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის ორგანიზმის თავისებურებებისა და ჰიგიენის შესწავლას. მან ერთ-ერთმა პირველმა დაადგინა ქალის რძეში ცხიმის გაჩენის გზები. პედიატრი, მეცნიერული პედიატრიის პიონერი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1904), პროფესორი (1912). სადისერტაციო თემა - "О переходе пищевого жира в молоко", დაიცვა 1904 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.63; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.637 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |