The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მაჩაბელი

მიხეილ მაჩაბელი
დაბადების თარიღი:1858
გარდაცვ. თარიღი:1927  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში.

სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად მოღვაწეობს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა და საქართველოს ეთნოგრაფიულ საზოგადოებებში; იგი სისტემატურად აკეთებდა მოხსენებებს, აწყობდა ექსპედიციებს; გამოიკვლია, თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხთა ცხოვრების პირობები, აღწერა აქაური მოსახლეობის მიწათსარგებლობის წესი; ნაშრომს თან ერთვის სათანადო მეცნიერული, საცნობარო და ბიბლიოგრაფიული აპარატი, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მის ღიებულებას; იგი იყო ჩვენში ხელოსნური წარმოების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე; მას, როგორც სპეციალისტს დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ დარგის აღორძინებასა და ორგანიზაციის საქმეში; აგრონომი, ხელოსნური წარმოების ოსტატი.

წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.256

ბიბლიოგრაფია

  • მიწის საკითხი : სიტყვა თქმული საქართველოს პარლამენტში (ავტორი). - თბილისი, 1918. - 19გვ.

გააზიარე: