The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მგალობლიშვილი

მიხეილ მგალობლიშვილი
სხვა სახელი:მგალობელი  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1887
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 1931  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1910 წელს და სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა ქ. ბაზელში (შვეიცარია).

უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ რავა თვე მუშაობდა ვენის კლინიკებში; 1911 წელს დაბ­რუ­ნ­და რუ­სე­თში და ექიმის ხარისხის მოსაპოვებლად გამოცდები ჩააბარა ქ. ყაზანის უნი­­ვე­რსი­ტეტში; 1912 წელს ბრუნდება საქა­რ­თ­ველოში და 1914 წლამდე მუშაობდა ექიმად ქუთაი­ს­ში; 1914–1919 წწ. მუშაობდა ქ. თბილისში "ქალაქთა კავშირის ქირურგიულ ლაზარეთში" და ორ­დი­ნატორად "ოლ­ღას სახე­ლო­ბის საბებიო ინსტი­ტუ­ტში"; 1919 წელს თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს სამეანო-გინე­კო­­ლო­გიუ­რი განყოფი­ლე­ბის გამგედ; 1920 წლის სექტემ­ბერში არჩეული იყო თბი­ლი­სის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურ­ნა­ლო ფა­კუ­ლ­ტე­ტის გინე­კოლოგიური კლი­ნი­კის უფ­როს ასი­ს­­ტე­­ნ­ტად; აქტიურად მონაწილეობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციაში; იყო ჟურნალ "თანამედროვე მედიცინის" პირველი რედაქტრი; კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში; პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი თბილისის ლაზარეთში პროფესორ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მოღვაწეობდა; 1925 წელს უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო მიზნით 7 თვით იყო მივ­ლი­ნე­ბუ­ლი გერმანიასა და საფ­რა­ნგეთში; 1926 მიენიჭა პრივატ-დოცენტის წო­დება; 1930 წელს აირჩიეს პროფესორად; გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მისი სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენდა საშვილოსნოს სიმსივნები და ჰიპერპლაზია, ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი, თამბაქოს გავლენა ქალის სასქესო სფეროზე, გინეკოლოგიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობის საკითხები და სხვა. 43 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა კლინიკაში მორიგი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშ­ვი­ლოსნოს ფიბრო­მიო­მების ეტიო­ლო­­­გიის და წამლობის საკი­თხებისთვის", დაიცვა 1925 წელს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.260

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის უმცროს მასწავლებელთა კოლეგია, წევრი, თავმჯდომარე (1922-1927)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: