| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ მელიავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი 1958 წელს. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ა. დოვჟენკოს სახელობის კიევის კინოსტუდიაში; აქ დადგა პირველი ფილმი "უბრალო ნივთი"; 1959 წელს "მოსფილმში" გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმები: "ლეონ კუტიურე" და "წყნარი ნავსადგომი", რომლებითაც მიიპყრო მაყურებელთა ყურადრება; მალე ახალგაზრდა რეჟისორი სამშობლოში დაბრუნდა და 1963 წელს ელდარ შენგელაიასთან ერთად გადაიღო ფილმი "თეთრი ქარავანი", რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ჩვენშიც და უცხოეთშიც; ასევე წარმატებით მოიარა ქვეყნის ეკრანები მისმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა "ლონდრემ"; ნიჭიერმა ხელოვანმა დაგვიტოვა მშვენიერი კინემატოგრაფიული ნაწარმოები - კონსტანტინე გამსახურდიას რომანის "მთვარის მოტაცების" მიხედვით; სარეჟისორო მოღვაწეობის პარალელურად წერდა სცენარებს, რომლებიც საფუძვლად დაედო ფილმებს: "ისინიც ადამიანები არიან" (ლ. ტოლსტოის "ომისა და მშვიდობის" ფრაგმენტის მიხედვით, რეჟ. გ. დანელია, 1959), "ვინ მოიგონა ბორბალი?" (თ. აბულაძესთან ერთად, რეჟ. ვ. შრედელი, 1966), "გლადიატორი" (ნ. დუმბაძის მოთხრობის მიხედვით; რეჟ. ბ. წულაძე, 1972), "სამკაული სატრფოსათვის" (ა. აბუ-ბაქარის მოთხრობის მიხედვით; რეჟ. თ. აბულაძე, 1972; საკავშირო კინოფესტივალის პრიზი კინოკომედიის ჟანრის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, 1972). 1969 შეუდგა მუშაობას ორსერიან მხატვრულ ფილმზე "მთვარის მოტაცება" (კ. გამსახურდიას რომანის მიხედვით), რომელიც ეკრანზე 1973 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. კინორეჟისორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.265; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

