შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გლუნჩაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ქართულ საოპერო ხელოვნებაში მოვიდა მხატვრული თვითმოქმედებიდან. 1953–60 მღეროდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდში. 1960–1970 იყო ამავე თეატრის სოლისტი, ხოლო 1970–1977წწ. – ქუთაისის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი. წარმატებით ასრულებდა ტენორის მთავარ პარტიებს ზ. ფალიაშვილის ("დაისი" და "აბესალომ და ეთერი"), ო. თაქთაქიშვილის ("მინდია", "სამი ნოველა"), ს. ცინცაძის ("განდეგილი"), ა. კერესელიძის ("ბაში-აჩუკი"), ჟ. ბიზეს ("კარმენი", "მარგალიტის მაძიებლები"), ჯ. ვერდის ("ტრუბადური"), ჯ. პუჩინის ("ტოსკა"), პ. მასკანის ("სოფლური ღირსება"), გ. დონიცეტის ("ლუჩია დი ლამერმური"), მ. გლინკას ("რუსლან და ლიუდმილა"), ს. რახმანინოვის ("ალეკო") და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში. ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა რომანსებსა სიმღერებს. ტენორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ. , 2012. – გვ.49; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.136 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |