The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ლეჟავა

ზურაბ ლეჟავა
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 2011  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1950 წელს.

1960 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 1970–1990წწ. იყო გამოყენებითი გრაფიკის კათედრის გამგე (ამჟამად გრაფიკული დიზაინის), 1989 წლიდან პროფესორი; მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებულია თემატიკური და ჟანრობრივი მრავალფეროვნება. მასვე ეკუთვნის ძველი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ჩანახატები. ნამუშევრები: გრაფიკული სერია "ძველი თბილისი" (1962-1999), "თბილისი, გომის ქუჩა", "გულშემატკივრები სტადიონის შესასლელთან" (ორივე 1960, ყველა მხატვრის კუთვნილება), "რიონის ხეობა" (1963, საქართველოს სურათების ეროვნული გალერეა), დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვლის" ილუსტრაციები (1962), "დრეზდენი" (1962, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სერია სვანეთზე" (1970-1981),  "მონრეალი" (1970, ორივე მხატვრის კუთვნილება და სხვ.). გადაღებულია ისეთ ცნობილ მხატვრულ ფილმებში, როგორიცაა: "არსენა", "გიორგი სააკაძე", "ქეთო და კოტე", "მწვერვალთა დამპყრობნი", "მალახოვის ყორღანი", "წიგნი ფიცისა". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.624; 24blog.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.270

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1962-1970)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, მდივანი (1968-1972)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ლადო გრიგოლიას სახელობის პრემია
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1988 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: