შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ლეჟავა
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1950 წელს. 1960 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 1970–1990წწ. იყო გამოყენებითი გრაფიკის კათედრის გამგე (ამჟამად გრაფიკული დიზაინის), 1989 წლიდან პროფესორი; მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებულია თემატიკური და ჟანრობრივი მრავალფეროვნება. მასვე ეკუთვნის ძველი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ჩანახატები. ნამუშევრები: გრაფიკული სერია "ძველი თბილისი" (1962-1999), "თბილისი, გომის ქუჩა", "გულშემატკივრები სტადიონის შესასლელთან" (ორივე 1960, ყველა მხატვრის კუთვნილება), "რიონის ხეობა" (1963, საქართველოს სურათების ეროვნული გალერეა), დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვლის" ილუსტრაციები (1962), "დრეზდენი" (1962, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სერია სვანეთზე" (1970-1981), "მონრეალი" (1970, ორივე მხატვრის კუთვნილება და სხვ.). გადაღებულია ისეთ ცნობილ მხატვრულ ფილმებში, როგორიცაა: "არსენა", "გიორგი სააკაძე", "ქეთო და კოტე", "მწვერვალთა დამპყრობნი", "მალახოვის ყორღანი", "წიგნი ფიცისა". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.624; 24blog.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.270 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |