The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურზაყან დადიშქელიანი

მურზაყან დადიშქელიანი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე დადიშქელიანი
დაბადების თარიღი:1826
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1857  (31 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმ. გიორგის ეკლესია, ქ. ქუთაისი
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფარი, მესტიის მუნიციპალიტეტი.

სვანეთის უკანასკნელი მთავარი. ადრე დაობლებულს ბებია - დ. დადიშქელიანი მეურვეობდა. მანვე შეასწავლა წერაკითხვა და რამდენიმე ენა; 1857 წელს ცარიზმის მიერ სვანეთის სამთავროს გაუქმებასა და მთავრის საქართველოდან გასახლების განზრახვასთან დაკავშირებით მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი ა. გაგარინი და მისი სამი მსახური, ხოლო რამდენიმე ჯარისკაცი დაჭრა; 1857 წლის შემოდგომაზე სამხედრო-საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადიშქელიანი ქუთაისში დახვრიტეს. 1862 წელს გუბერნიის ერთ-ერთი მოხელის ნებართვით მისი ნეშტი ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაასვენეს. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.258


გააზიარე: