Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ქ. ქუთაისის ქალთა გიმნაზია. ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული ვოკალური ნიჭით; მისი შესაძლებლობით მოხიბლულმა აკაკი წერეთელმა 1895 წელს ლექსის "სულიკო" გამოქვეყნების შემდეგ ვარინკას მუსიკის შეთხზვა სთხოვა; სიმღერამ "სულიკო" ლეგენდარული პოპულარობა მოიპოვა; ბარბარე მაჭავარიანი-წერეთელმა 1909 წელს ზესტაფონში დააარსა "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", იყო მისი თავმჯდომარე; საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში გახსნა სკოლა; მას "სულიკოს" საავტორო უფლებისთვის ბრძოლა მოუხდა; 1937 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე ა. მეგრელიძის მეჩონგურე ქალთა ანსამბლის მიერ შესრულებული "სულიკო" წარმოდგენილი იყო როგორც ხალხური სიმღერა, მართალია კომპოზიტორთა კავშირმა დაადასტურა მისი ავტორობა, მაგრამ სიმღერის ავტორი არცერთ სანოტო გამოცემაში არაა მოხსენიებული; "სულიკო" მრავალმა კომპოზიტორმა გადაამუშავა: კ. ფოცხვერაშვილი(გუნდისთვის), ვ. კურტიდი(ფორტეპიანოსათვის), ს. ცინცაძე(სიმებიანი კვარტეტისათვის); მოყვარული კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. –თბ., 2015. –გვ.308; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.139; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.30
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |