The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბახვა ლობჟანიძე

ბახვა ლობჟანიძე
დაბადების თარიღი:30 აპრილი, 1930  (93 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი გვირაბებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1953 წელს.

1953–1960წწ. მუშაობდა მოსკოვში და ავღანეთში; 1973–1979წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1979–1988წწ. საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სათბობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1979–1981წწ. მონაწილეობდა საერთაშორისო გაზის კონგრესის მუშაობაში ქალაქ ტორონტოსა (კანადა) და ლოზანაში (შვეიცარია). 1994 წლიდან სააქციო საზოგადოების "საქთხევადგაზის" მთავარი სპეციალისტია. სხვადასხვა წელს იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და თბილისის საქალაქო საბჭოს 4 მოწვევის დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: ნიუ–ორლეანის საპატიო მოქალაქის წოდება და მსოფლიო დაძმობილებული ქალაქების საერთაშორისო ასოციაციაციის დიდი ოქროს მედალი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.628; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.345; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: