Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბახვა ლობჟანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი გვირაბებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1953 წელს. 1953–1960წწ. მუშაობდა მოსკოვში და ავღანეთში; 1973–1979წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1979–1988წწ. საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სათბობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1979–1981წწ. მონაწილეობდა საერთაშორისო გაზის კონგრესის მუშაობაში ქალაქ ტორონტოსა (კანადა) და ლოზანაში (შვეიცარია). 1994 წლიდან სააქციო საზოგადოების "საქთხევადგაზის" მთავარი სპეციალისტია. სხვადასხვა წელს იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და თბილისის საქალაქო საბჭოს 4 მოწვევის დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: ნიუ–ორლეანის საპატიო მოქალაქის წოდება და მსოფლიო დაძმობილებული ქალაქების საერთაშორისო ასოციაციაციის დიდი ოქროს მედალი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.628; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.345; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |