The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონ მელიქსეთ-ბეგი

ლეონ მელიქსეთ-ბეგი
Date of birth:26 September, 1890
Date of death:3 September, 1963  (at 72 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Historian, Scientist, Translator, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი.

იგი სტუდენტობიდანვე ჩაება სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნიკო მარმა მიიწვია თანამშრომლად ჟურნალ "ქრისტიანულ აღმოსავლეთში", მაგრამ მან თბილისში დაბრუნება არჩია და ფართო კვლევითი საქმიანობა გაშალა; მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებაში; 1918 წელს მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში; 1922 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე; მუშაობდა ლიტერატურათმცოდნეობის, არქეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, სამართლის, ბიბლიოგრაფიის და სხვა საკითხებზე; მისი შრომები, გარდა მეცნიერული მიზნებისა, ემსახურება ქართველთა და სომეხთა შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრობის განმტკიცებას; ავტორია შრომებისა: "მეგალითური კულტურა საქართველოში"(1938, ქართულ ენაზე), "ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ"(1-3, 1934-1955, სომხურ ენაზე), "სომეხი მწერლები და საქართველო"(ტ. 1, 1963, სომხურ ენაზე) და სხვა შრომები.; იგი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც, თარგმნიდა სომხურიდან ქართულზე და პირიქით: "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები, ი. ჭავჭავაძის "ბედნიერი ერი", ა. წერეთლის "მეგობარს", იეთიმ გურჯის, საიათნოვას, ი. გოგებაშვილის და სხვათა ლექსები; ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი; მის პირად არქივში დაცულია მრავალი გამოუქვეყნებელი ნაშრომი; სომეხი მეცნიერი, არმენოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1928), პროფესორი (1930).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.265

Member of Organizations

  • სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიია, წევრ-კორესპონდენტი (1945-)

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: