| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ მესხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კორდი, ამბროლაურის რაიონი. სწავლობდა ჯერ თბილისის, ხოლო 1905 წლიდან მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. 1909 წელს იგი მიიწვიეს ქართული დრამის თეატრში მთავარ დეკორატორად. ამან გარკვეული როლი შეასრულა მის შემოქმედებაში. მან შთამომავლობას დაუტოვა ქართული სცენის კორიფეთა: კოტე მესხის, ვასო აბაშიძის, ლადო მესხიშვილის, ნატო გაბუნიას და სხვათა პორტრეტები. ამავე პერიოდში შექმნილი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის, გალაქტიონ ტაბიძის, იოსებ ოცხელის, დიმიტრი არაყიშვილის სახეები. საბჭოთა ხელისუფლების წლებში სახელოვანი მამულიშვილების გალერეა გაამდიდრა ივანე ჯავახიშვილის, სანდრო შანშიაშვილის, ალექსანდრე ჯაფარიძისა და სხვათა შესანიშნავი სურათებით. მისი ძირითადი საქმიანობა იყო პედაგოგიური მოღვაწეობა. ასწავლიდა თბილისის ბ. ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, სადაც ორ ათეული წლის მანძილზე სათავეში ედგა ხატვისა და ფერწერის კაბინეტს. ფერმწერი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.267; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; facebook.com; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon / ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.281; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

