The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ მესხი

Date of birth:18 February, 1884
Date of death:21 April, 1971  (at 87 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კორდი, ამბროლაურის რაიონი.

სწავლობდა ჯერ თბილისის, ხოლო 1905 წლიდან მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში.

1909 წელს იგი მიიწვიეს ქართული დრამის თეატრში მთავარ დეკორატორად; ამან გარკვეული როლი შეასრულა მის შემოქმედებაში; მან შთამომავლობას დაუტოვა ქართული სცენის კორიფეთა კოტე მესხის, ვასო აბაშიძის, ლადო მესხიშვილის, ნატო გაბუნიას და სხვათა პორტრეტები; ამავე პერიოდში შექმნილი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის, გალაქტიონ ტაბიძის, იოსებ ოცხელის, დიმიტრი არაყიშვილის სახეები; საბჭოთა ხელისუფლების წლებში სახელოვანი მამულიშვილების გალერეა გაამდიდრა ივანე ჯავახიშვილის, სანდრო შანშიაშვილის, ალექსანდრე ჯაფარიძისა და სხვათა შესანიშნავი სურათებით; საგულისხმოა გრიგოლ მესხის პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის ბ. ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, სადაც ორ ათეული წლის მანძილზე სათავეში ედგა ხატვისა და ფერწერის კაბინეტს; ფერმწერი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.267

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს სახალხო მხატვარი

Share: