The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ მთვარაძე

სიმონ მთვარაძე
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 1968  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1928 წელს; წლების მანძილზე იყო ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; დრამატურგის მრავალმა პიესამ მოიარა საქართველოს ყველა თეატრი, ხოლო პიესები "შლეგი" და "მთაგრეხილზე" დიდხანს არ ჩამოსულა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის სცენიდან; აღსანიშნავია რომ მის მიერ დანიელ ჭონქაძის მოთხრობის მიხედვით დაწერილმა პიესამ "სურამის ციხე" ხელი შეუწყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალგაზრდული კოლექტივის დიდ წარმატებას მოსკოვში, სადაც 1941 წელს გაიმართა მოზარდ მაყურებელთა თეატრების საკავშირო დეკადა; მკითხველთა მოწონებით სარგებლობდა მწერლის პროზაული ნაწარმოებებიც: მოთხრობები - "ამბავი ივრის ხეობაში", "ფალავანი", რომანები "ლეკთა სარძლო", "მძლეთა მძლე", "ჩაშლილი ქორწილი" და სხვა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.271

ბიბლიოგრაფია

  • მეცხრე შვილი : ჯადოსნური ზღაპარი 4 მოქმ. და 6 სურ. (ავტორი). - თბილისი, 1958. - 76გვ.
  • სურამის ციხე : ტრაგედია 4 მოქმედებად და 8 სურათად (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1954. - 92გვ.
  • ჩაშლილი ქორწილი : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალის გამ-ბა და სტ., 1952. - 158გვ.

გააზიარე: