The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფირუზ მახათელაშვილი

ფირუზ მახათელაშვილი
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:17 მაისი, 1970  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე; აგროვებდა და იწერდა ხახლურ სიმღერებს, ცნობილ მომღერალთა(დედას ლევანა, ვანო მჭედლიშვილი, მიხა ჯიღაური, ნინია ელოშვილი) ნამღერ ვარიანტებს; ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა გუნდებს(თელავი, გორი, რუსთავი, ახმეტა, ყვარელი, კურდღელაური, მუკუზანი, წინანდალი, შილდა, ნაფარეული, გურჯაანი, ველისციხე); ფირუზ მახათელაშვილმა სახელი გაითქვა როგორც თვითნასწავლმა კომპოზიტორმა; მისი ცნობილი საავტორო სიმღერებია: "ნუ გიყორს, ქალო", "სიმღერა კახეთზე", "სიმღერა თელავზე", "ხალხო, შეხედეთ, ეს გოგონა ვისია", მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სიუიტა "მთისა და ბარის მეგობრობა"; მისი გუნდები ხალხური სიმღერების გარდა ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს: ნ. სულხანიშვილი, მ. ჩირინაშვილი, შ. მშველიძე; შექმნა ახალი კომბინირებული საკრავი, რომელშიც შერწყმული იყო ჩონგური და ფანდური; ხალხური სიმღერის მომღერალი, ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 309; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 615

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: