შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკა მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს. 1963-1968წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1968-1988წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1993-1995წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე; 1997 წლიდან თბილისის I სშუალო სკოლასთან არსებული საბავშვო სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელი, შემდეგ ეწოდა "მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია"; ქართული რეპერტუარი: ჰერტრუდა(რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"), ალალმე(დ. თორაძე "გორდა"), კოლომბინა(გ. სოგე "მოხეტიალე კომედიამტები"); სხვა რეპერტუარი: ავრორა, ესპანელი ქალი(ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი", სადებიუტო სპექტაკლი "გედების ტბა"), ქუჩის მოცეკვავე, მერსედესი(მინკუსი "დონ კიხოტი"), კარმენი(ბიზე-შჩედრინი "კარმენ-სიუიტა"), ემილია(პერსელი "მავრის პავანა"), მეძავი ქალი(პროკოფიევი-ბალანჩინი "უძღები შვილი"), ნურიდა(ამიროვი "ათას ერთი ღამე"), პერსეფონა(გლუკი-ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე"), ნიკესი(ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), მეგობარი ქალი(გლაზუნოვი "რაიმონდა"), სოლო(რაველი "ბოლერო"), ცეკვა ჯამპე(მინკუსი "ბაიადერა"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ცეკვა(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), ქალი მათრახით(გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა"); საბავშვო საბალეტო სპექტაკლები, დადგმები: "მაკნატუნა", "ფიფქია"; მონაწილეობდა დრამატულ სპექტაკლებში: "ოიდიპოს მეფე", "ჭინჭრაქა", "ბედი მდევარი"; გადაღებულია კინოფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი", "ჩვენი ეზო", "იყო შაშვი მგალობელი", "ქალაქი ანარა", "ჯადოსნური ღამე", "გასეირნება თბილისში", "დანაშაული მოხდა", "აქედანა და შენამდე", "ფესვები", "მაცივარში ვიღაც იჯდა"; გასტროლები: თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, რუსეთი(საბავშვო საბალეტო სტუდიის მოსწავლეების მონაწილეობით); დამდგმელი-ბალეტმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 309 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |