შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ლოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. 1946 წლიდან იყო პარტიულ სამუშაოზე; 1951 წლიდან თბილისის საოლქო კომიტეტში მრეწველობის განყოფილების გამგის მოადგილე; 1957 წლიდან საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს პარტიული კომიტეტის მდივანი; 1960 წელს მოლოტოვის სახელობის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი; 1962–1965წწ. საქართველოს კპ ცკ ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე; 1965-1972წწ. ქ. თბილისის ქალაქკომის პირველი მდივანი; 1972 წლიდან საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი; 1983–1988წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. არჩეული იყო სსრკ 2 მოწვევის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს სსრ 4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტადად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.629; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.134 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |