The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ლოლაშვილი

ოთარ ლოლაშვილი
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2005  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს.

1946 წლიდან იყო პარტიულ სამუშაოზე; 1951 წლიდან თბილისის საოლქო კომიტეტში მრეწველობის განყოფილების გამგის მოადგილე; 1957 წლიდან საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს პარტიული კომიტეტის მდივანი; 1960 წელს მოლოტოვის სახელობის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი; 1962–1965წწ. საქართველოს კპ ცკ ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე; 1965-1972წწ. ქ. თბილისის ქალაქკომის პირველი მდივანი; 1972 წლიდან საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი; 1983–1988წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. არჩეული იყო სსრკ 2 მოწვევის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს სსრ 4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტადად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.629; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.134

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სახელმწიფო ორგანოებში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, ქალაქ თბილისის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: