შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ლომიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საყულია, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი 1964 წელს. სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), (97, 100 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 71) და მეორე პრიზიორი (1967), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 69) და ორგზის მეორე პრიზიორი (1965, 67), მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968), ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (1964, IX ადგილი). სსრკ ხალხთა IV და V სპარტაკიადების ჩემპიონი პირად და გუნდურ შეჯიბრებებში (1967, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 1965, 1966), მეორე (1968) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 1969). გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით და ჭიდაობის შემტევი სტილით. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.630 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |